მთავარიპოლიტიკა

შედგა სრ საგარეო საქმეთა მინისტრ მირზოიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან

11 იანვარს, ამერიკული მხარის ინიციატივით, შედგა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ქერენ დონფრიდთან.

თანამოსაუბრეებმა ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და  კმაყოფილება გამოთქვეს სომხურ-ამერიკული დიალოგის განვითარების დინამიკით, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ამ სფეროში მუშაობის სრულად განახლების აუცილებლობას. განიხილეს დაუყოვნებლად გადასაჭრელი ჰუმანიტარული საკითხები. მინისტრმა მირზოიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამხედრო ტყვეების გათავისუფლების, დაკარგულების ბედის გარკვევის, ნეშტების გაცვლის შესახებ.

არარატ მირზოიანმა ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ და მნიშვნელობა მიანიჭა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გადადგმული ნაბიჯების განხორციელებას.

საუბარი შეეხო სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგის პროცესს.

სატელეფონო საუბრისას განიხილეს ყაზახეთში არსებული ვითარებაც. მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სომხური მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა საკითხებზეც.

ნახეთ მეტი
Back to top button