ანალიტიკა

პოლიტოლოგი. პოლიციელების მოკვეთილი თავები კუხოსთვის მიმართვის მნიშვნელოვანი მიზეზია

სახელმწიფოს დაშლის ფაქტობრივი დასაწყისი, ალმათიზე კონტროლის დაკარგვა და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ყაზახი პოლიციელების თავების მოკვეთა, უდავოდ საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ყაზახეთის პრეზიდენტ ტოკაევს დახმარების თხოვნით მიემართა კუხოსთვის. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ,,არმინფო“-ს პოლიტოლოგმა სტეფან დანიელიანმა.

“განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო ყაზახეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არსებული პრობლემების საფეხურებრივად რელიგიურ ტონებში გადაზრდას, რაც დიდი საფრთხეა. დღეს ხელისუფლება ნამდვილად ებრძვის ტერორიზმს, და მე აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ყაზახეთის დესტაბილიზაციაში გარე ძალების მონაწილეობა აუცილებლად უნდა გამოხატულიყო შეიარაღებული ძალების გაგზავნით. განსაკუთრებით იმ ,,ენ“ რაოდენობის ჯიჰადისტების არსებობის გათვალისწინებით, რომლებიც ოდესღაც მონაწილეობდნენ სირიის დესტაბილიზაციაში“, – განაცხადა მან.

კომენტარი გაუკეთა რა  კუხო-ში სომხეთის  თავმჯდომარეობას და ყაზახეთში აჯანყების ჩახშობის საქმეში სომეხი სამხედროების მონაწილეობის შესაძლო ნეგატიურ გავლენას, დანიელიანმა აღნიშნა ქვეყანაში სომხებზე უფრო დიდი ყირგიზებისა და ტაჯიკეთის თემების არსებობა. ეს უკანასკნელი, მისი აზრით, საშუალებას იძლევა ვისაუბროთ სწორედ ამ თემებისთვის უფრო დიდ საფრთხეზე, ყაზახეთის ოპერაციებში მათი სამხედროების  მონაწილეობის ჰიპოთეტურ გავლენაზე.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყაზახეთში უკვე იმყოფება 2,5-4 ათასი ჯარისკაცი კუხო-ს ქვეყნებიდან. სომხური კონტინგენტი წარმოდგენილია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფების ასობით მებრძოლით. სრ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისიის განმავლობაში სომეხი სამხედროები დაკავებულნი იქნებიან ექსკლუზიურად შენობებისა და ობიექტების, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დაცვით.

ნიკოლ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრიტიკის საფუძვლიანობის ხარისხის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ, როგორც კუხო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, სომხეთის უარს კონსულტაციების გამართვაზე ყაზახეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საპასუხოდ, ლოგიკურად უნდა მოჰყვეს მისი გამოსვლა კუხო-დან. ამას მოჰყვება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი: არცახიდან, აგრეთვე თურქეთთან საზღვრიდან და აზერბაიჯანის საზღვართან სიუნიქის ნაწილიდან რუსული ჯარების გაყვანის სახით, ყველა შემდგომი შედეგით, კიდევ ერთი თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის სახით სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ.

ავღნიშნოთ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის საკმაოდ საინტერესო განცხადებაც. სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, მსგავს ვითარებაში, სომხეთიც მიიღებს შესაბამის დახმარებას კუხო-სგან. ეს განცხადება შეიძლება ჩვეულებრივი ჩანდეს, რომ არ გამოსულიყო ადამიანის პირიდან, რომელსაც ჯერ კიდევ სომხეთში და რუსეთის ზოგიერთ წრეში ადანაშაულებენ პროდასავლურობაში და თუნდაც დემოკრატიის ცნობილი ამერიკელი ექსპორტიორის და მულტიმილიონერის ჯორჯ სოროსის იდეებისა და გეგმების ერთგულებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button