მთავარიპოლიტიკა

ალმათიში სომეხი სამშვიდობოების მთავარი ამოცანა იყო წყალმომარაგების სისტემის მოწამვლის თავიდან აცილება

ალმათის სომხური სამშვიდობო განყოფილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო წყალმომარაგების სიტემის დაცვა. ამის შესახებ იტყობინება ტასს-ი. სადგური არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და არსებობდა მისი დაბინძურების თეორიული საფრთხე.

გარდა ამისა სომეხმა სამშვიდობოებმა ალმათის პურის ყველაზე დიდი  ქარხნის უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, კუხო-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები სიტუაციის დასტაბილების და მოგვარების მიზნით შეზღუდული დროით გაიგზავნა ყაზახეთში. ჯგუფში შედიოდნენ რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ნახეთ მეტი
Back to top button