მთავარიპოლიტიკა

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მუდმივი ამაღლება: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს სომხეთისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნის დღის წესრიგს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 13 იანვრის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ გვაქვს ინციდენტები და მსხვერპლი საზღვარზე. ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი პოლიტიკა. მე განვაცხადე, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მუდმივი ამაღლება“, – თქვა პრემიერმა.

როგორც მან  აღნიშნა,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ სტაბილური და უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

„ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ამოცანა, განსაკუთრებით ომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ამ დღის წესრიგით ვიხელმძღვანელებთ“,  – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button