მთავარიპოლიტიკა

არმენოფობია აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების პოლიტიკური ცხოვრების გარანტიაა: ადამიანის უფლებათა დამცველი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის პროვოკაციების რეალური მიზეზი და რეალური წყარო  არის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სიძულვილისა და მტრობის პროპაგანდის სახელმწიფო პოლიტიკა. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, უფლებადამცველმა არმან თათოიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„და ეს არა მხოლოდ რიტორიკაა, როგორც მე შემხვედრია სხვადასხვა შემთხვევაში, არამედ არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მრავალი წელია ხორციელდება. ავიღოთ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროები. სომხების სიძულვილი ამ სფეროებს წითელ ზოლად გასდევს. ომის შემდეგაც, თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამაყად აცხადებდა, რომ აზერბაიჯანში სომეხი ხალხის მიმართ სიძულვილი გაიზარდა”, – განაცხადა თათოიანმა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ანტისომხური პოლიტიკა არ დასრულდება, რადგან ეს პოლიტიკა არის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრების საზრდო, მათი ჩინოვნიკების პოლიტიკური ცხოვრების გარანტი.

„ამიტომ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა – შეინარჩუნონ  საკუთარი ხალხში სომხების სიძულვილი, ხალხის ყურადღება  გადაიტანონ  საკუთარი პრობლემებისგან. შექმნილია ისეთი სისტემა, რომელიც, ბუნებრივია, სრულიად არღვევს ადამიანის უფლებისა  და დემოკრატიის საფუძვლებს“, – აღნიშნა თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button