მთავარიპოლიტიკა

13 იანვარს კუხო-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

13 იანვარს კუხო-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება, რომლის დროსაც მონაწილეები ყაზახეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებაზე იმსჯელებენ. ტასს-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა კუხო-ს სპიკერმა ვლადიმერ ზაიტენდინოვმა.

ამ უკანასკნელის ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი და კუხო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ტახირ ხაირულოევი.

ყაზახეთში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო 2022 წლის დასაწყისში. ქვეყნის დასავლეთით ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლები თხევადი ბუნებრივი აირის ფასის გაორმაგების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყაზახეთის უშიშროების 17 თანამშრომელი დაიღუპა და 1300-ზე მეტი დაიჭრა.

ნახეთ მეტი
Back to top button