არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი ბაქოს სომხების ხოცვა-ჟლეტას აზერბაიჯანის მიერ გატარებული გენოციდური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან შემთხვევად მიიჩნევს.
დავით ბაბაიანმა ბაქოში სომხების ხოცვა-ჟლეტის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით „არმენპრესთან“ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1990 წ. 13 იანვარი სომეხი ხალხის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. „იმ დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო სომხების ხოცვა-ჟლეტა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, გავატაროთ სწორი პოლიტიკა, შევქმნათ განათლებული, პატრიოტული საზოგადოება. „მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ისეთი მძიმე განსაცდელების თავიდან აცილება, როგორიც ბაქოს ხოცვა-ჟლეტა იყო“, – განაცხადა ბაბაიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს პროგრამებს სომხების განდევნის მიზნით, ხოლო ბაქოში მომხდარი ტერაქტები აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შემთხვევაა. ბაბაიანს შემთხვევით არ მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საიუბილეო თარიღის წინ ინტერვიუ მისცა, მან თითქმის იმავე სტილში ისაუბრა, რა სტილშიც განხორციელდა 1990 წელს ბაქოს ხოცვა-ჟლეტა.
„ეს მოწმობს, რომ იგივე იდეები დარჩა, იგივე მიდგომები ჭარბობს, იგივე პროგრამების განხორციელებას ცდილობენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი სისხლიანი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად? ჯერ უნდა გავიგოთ ვისთან გვაქვს საქმე, სწორად გავიგოთ რეალობა და აღარ დავუშვათ შეცდომები. აზერბაიჯანის სახით ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და საზოგადოება, სადაც სიძულვილი სომხების მიმართ სახელმწიფო იდეოლოგიაა. აზერბაიჯანის სახით ჩვენ გვაქვს ფაშისტური არსის მქონე ქვეყანა, ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ. „თუ ჩვენ დავივიწყებთ, ისინი განმეორდება ბაქოს ხოცვა-ჟლეტიდან ბოლო ომამდე“, – განაცხადა დავით ბაბაიანმა.