საზოგადოება

კიდევ 36 გარდაცვლილი და 5 567 ახალი შემთხვევა – 14 იანვრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 ადამიანი, 1 661 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 60 753 კვლევა, აქედან 34 092 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 26 661 PCR-ით. 13 იანვარს აიცრა 6 864 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,16%-ია, ბოლო 14 დღის – 9,14%-ია, 7 დღის – 9,84%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 3 479 შემთხვევა;
  • აჭარა – 587;
  • იმერეთი – 434;
  • ქვემო ქართლი – 159;
  • შიდა ქართლი – 254;
  • გურია – 130;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199;
  • კახეთი – 130;
  • მცხეთა-მთიანეთი – 84;
  • სამცხე-ჯავახეთი – 85;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 984 802 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 924 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button