პოლიტიკა

სომეხი სამშვიდობოები ყაზახეთიდან სახლში ბრუნდებიან

კუხო-ს ძალებში შემავალმა სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შენაერთებმა დაიწყეს ტექნიკის და პერსონალის ყაზახეთიდან გაყვანა და სამშობლოში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის კოლექტიური სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები, რომლებმაც შეასრულეს მათთვის დაკისრებული ამოცანები ყაზახეთის რესპუბლიკაში სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად, აეროპორტებში ,,ჟიტიგენსა“ და ,,ალმათი“ -ში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებში ტვირთავენ მათ ტექნიკას, სვამენ პერსონალს, რათა ისინი სამშობლოში ჩაიყვანონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის იანვრის პირველ დღეებში დაიწყო. 4 და 5 იანვარს ალმათიში შეტაკება მოხდა “პროტესტანტებსა” და “უშიშროების ძალებს” შორის.

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჯომარტ-ტოკაევმა დახმარებისთვის მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელსაც წელს სომხეთი თავმჯდომარეობს.

კუხო-მ ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით სამშვიდობო ძალები გაგზავნა.

ნახეთ მეტი
Back to top button