პოლიტიკა

კუხო-ს სამშვიდობოებმა ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის დასაცავი ობიექტების გადაცემა დაიწყეს

კუხო-ს სამშვიდობო ძალებმა დასაცავ ობიექტებზე კონტროლის ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის გადაცემა დაიწყეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„კუხო-ს სამშვიდობო ძალების სარდლობისა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, დაიწყო სამშვიდობოების მიერ დაცული საჯარო ობიექტების გადაცემა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუხო-ს  სამშვიდობოების დაბრუნება ქვეყნებში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობით მოეწყობა.

ნახეთ მეტი
Back to top button