პოლიტიკა

სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები სრული მოგვარებისთვის წინაპირობების გარეშე

14 იანვარს მოსკოვში გაიმართა სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესის სპეციალური წარმომადგენლების  სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანის და ელჩ სერდარ კილიჩის შეხვედრა. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

კონსტრუქციულ ატმოსფეროში პირველი შეხვედრის დროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა წინასწარი მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-თურქეთის დიალოგის  გზით მოგვარების პროცესის შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები სრული მოგვარებისთვის წინაპირობების გარეშე.

მეორე შეხვედრის თარიღი და ადგილი თავის დროზე დიპლომატიური არხებით გადაწყდება.

ნახეთ მეტი
Back to top button