14 იანვარს მოსკოვში შედგა სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესის სპეციალური წარმომადგენლების – სრ ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანის და ელჩ სერდარ კილიჩის შეხვედრა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონსტრუქციულ ატმოსფეროში შემდგარი პირველი შეხვედრისას, სპეციალურმა წარმომადგენლებმა წინასწარი მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესის დიალოგის გზით განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები სრული მოგვარებისთვის წინაპირობების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც კერძოდ წერია: „პირველ შეხვედრაზე, რომელიც წარიმართა პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში, სპეციალურმა წარმომადგენლებმა გაცვალეს წინასწარი მოსაზრებები თურქეთ-სომხეთის დიალოგის გზით განსახორციელებელი მოგვარების პროცესის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რათა მიაღწიონ სრულ მოგვარებას“.
როგორც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, მათი შინაარსი იდენტურია. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორივე გზავნილში ნათლად არის ნათქვამი, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის პროცესი ეფუძნება დიალოგის წინაპირობების გარეშე გაგრძელების პრინციპს. სომხეთ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების ყველა წინა მცდელობაში, სომხური მხარე წინაპირობების გარეშე ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე იყო. ეს არის სომხეთის მიერ მიღებული ძირითადი მიმართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხში.
სომხეთის მოლოდინები ბოლო 30 წლის განმავლობაში არ შეცვლილა – დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება წინაპირობების გარეშე – სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთიც ასეთივე მიდგომას გამოხატავს, მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე გაგრძელების მიდგომა დაფიქსირდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ.
ფაქტობრივად, ორი ქვეყნის მიერ ერთი და იგივე გზავნილების გავრცელება მოწმობს ურთიერთგაგების არსებობას მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე გაგრძელებაში, რაც პოზიტიური დასაწყისია კონსტრუქციული დისკუსიების მომავალში გასაგრძელებლად.
ნვერ კოსტანიანი