საზოგადოება

კიდევ 32 გარდაცვლილი და 3 656 ახალი შემთხვევა – 17 იანვრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 ადამიანი, 3 066 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 29 711 კვლევა, აქედან 16 196 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 515​ PCR-ით. 16 იანვარს აიცრა 2 290 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,31%-ია, ბოლო 14 დღის – 9,64%-ია, 7 დღის – 9,69%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 999 343 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 931 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 481 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button