მთავარიპოლიტიკა

ნატო მიესალმება სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრას მოსკოვში. ხავიერ კოლომინა

ნატო მიესალმება სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრას მოსკოვში, – ,,ტვიტერ“-ის გვერდზე დაწერა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ.

„ნატო მხარს უჭერს ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ჩვენ ხელს ვუწყობთ სომხეთისა და თურქეთის შემდგომ ძალისხმევას“, – დაწერა კოლომინამ.

14 იანვარს მოსკოვში შედგა შეხვედრა სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების – სრ ეკ-ის ვიცე-სპიკერ რუბენ რუბინიანსა და ელჩ სერდარ კილიჩს შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button