ეკონომიკა

რამდენს ხარჯავს საშუალოდ ტურისტი სომხეთში?

თუ რამდენიმე წლის წინ სომხეთში საშუალოდ ერთი ტურისტი დაახლოებით 700-800 დოლარს ხარჯავდა, ახლა ეს რიცხვი 1000 დოლარს მიუახლოვდა, რაც ბაზრის დივერსიფიკაციისა და ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდის შედეგია. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში განაცხადა სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა. საინტერესოა, რომ აპრესიანი ტურისტული ხარჯების ზრდას არა ინფლაციის, არამედ „ბაზრის დივერსიფიკაციის“ შედეგად მიიჩნევს.

მისი პროგნოზით, ტურისტული ნაკადის მაჩვენებლები მთელი 2021 წლისთვის 2019 წლის მონაცემებთან შედარებით დაბალი, მაგრამ გასულ წელთან შედარებით მაღალი იქნება.

აპრესიანმა კმაყოფილებით აღნიშნა სომხეთში ტურისტული ნაკადების შედარებითი გააქტიურება საახალწლო არდადეგების საწინდარზე, გასული წლის შემცირების გათვალისწინებით კორონავირუსისა და ომის პირობებში.

„2021 წლის იანვარ-სექტემბრისთვის ჩვენ მხოლოდ ოდნავ გადავაჭარბეთ 2020 წლის მონაცემებს და ამ წლის პირველ ნახევრამდე ზოგადად ჩამოვრჩებით გასული წლის მონაცემებს. თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის პირველი 9 თვის მაჩვენებლებს, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთში ტურისტული ნაკადი 40%-ით შემცირდა“, – დასძინა ექსპერტმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ თუ არ იქნება ახალი ფორსმაჟორული სიტუაციები, კომპეტენტური სახელმწიფო პოლიტიკისა და სისტემური რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, 2022 წელს შესაძლებელი იქნება 2019 წლის მაჩვენებლების აღდგენა.

ნახეთ მეტი
Back to top button