რისთვისაც იბრძოდნენ – სახელი მუჰამედი ბრიუსელში ყველაზე გავრცელებული მამრობითი სქესის სახელი გახდა
სახელი მუჰამედი (ერთი „მ“-ით – რედ.) 2021 წელს ყველაზე გავრცელებული გახდა ბრიუსელის მამრობითი სქესის მოსახლეობაში, ნათქვამია ბელგიური სტატისტიკური სააგენტოს Statbel-ის ანგარიშში.
სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში რეგისტრირებულია 13 595 ადამიანი სახელით მუჰამედი, რაც ორჯერ აღემატება სიაში მეორე ადგილზე მყოფ ჟაკს (6089). ამავდროულად, მესამე პოზიცია დაიკავა სახელმა მუჰამმედმა, რომელსაც 4,8 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს ბრიუსელში.
მთლიანობაში ბელგიაში ყველაზე პოპულარული მამრობითი სახელი იყო ჟანი (65,886), შემდეგ მოდის მარკი (63,436) და პატრიკი (50,917). სახელი მუჰამედ ასევე მოხვდა ბელგიაში ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულში, მეცხრე ადგილზე (34,862 ადამიანი).
გარდა ამისა, 2020 წელს ბელგიაში დაბადებულ ბიჭებს შორის ყველაზე პოპულარული სახელების სიაში მეათე ადგილზე იყო სახელი მოჰამედი, ამ სახელით დაბადებული 345 ადამიანით.
მდედრობითი სქესის სახელებს შორის 2021 წელს ბელგიაში ყველაზე გავრცელებული სახელები იყო მარია (116,317), მარი (92,827) და მარტინი (40,550).