პოლიტიკა
რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, საფრთხე რეალურია – სტოლტენბერგი
,,მთავარი არხი” წერს, რომ რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების: საქართველოს, უკრაინისა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია და დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა CBS -თან ინტერვიუში ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა.
ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაა, რომ ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ალიანსი დათმობაზე არ წავა.