ეკონომიკა

სატვირთო მანქანები ლარსში აღარ დარჩებიან. ცნობილია როდის დასრულდება ახალი გზის მშენებლობა

საქართველოს ხელისუფლება ლარსის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულებას, რომელიც მნიშვნელოვანია სომხეთის სახმელეთო ტვირთებისთვის, 2024 წელს გეგმავს.

ამის შესახებ Forbes Infrastructure-თან ინტერვიუში განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.

საუბარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ურთულეს და საშიშ ნაწილზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე, რომელის შემოვლის მიზნით საქართველო აშენებს ქვეშეთი-კობის შემოვლით ავტომაგისტრალს.

იგეგმება 22,7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 6 ხიდით და 5 გვირაბით, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის მკვეთი 9 კილომეტრიანი გვირაბი. პროექტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო ნაგებობად ევროპაში.

გზის მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ვადები გადაიდო.

გათვალისწინებულია, რომ ახალი გზა მოაგვარებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ პრობლემებს, უზრუნველყოფს უწყვეტ სატრანსპორტო კავშირს რუსეთთან.

ნახეთ მეტი
Back to top button