ეკონომიკა

სომხეთი შეიძლება გახდეს აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა, მაგრამ მან საკუთარი პირობები უნდა წამოაყენოს

სომხეთი შეიძლება გახდეს თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გაზის სატრანზიტო პუნქტი მეღრის გავლით, მაგრამ სომხეთში უნდა იყოს მთელი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, სომხურ-რუსული უნივერსიტეტის ამიერკავკასიის, ირანისა და მცირე აზიის შედარებითი კვლევის პლატფორმის კოორდინატორმა არა ქარიანმა  ასეთი აზრი „Sputnik სომხეთის“  საერთაშორისო მულტიმედიურ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა.

მან დამსწრეებს შეახსენა, რომ აზერბაიჯანი და თურქმენეთი შეთანხმდნენ კასპიის ზღვაში სადავო საბადოს  “დოსტლუკის”  ექსპლოატაციაზე (რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია). ახლა უკვე არსებობს წინაპირობები, რომ თურქმენული გაზის დიდი მოცულობები ევროპაში არსებული მილსადენებით სამხრეთ კავკასიის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის), შემდეგ ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენებით გაიგზავნება.

ქარიანმა განმარტა, რომ მარტო აზერბაიჯანი  ევროპის გაზის ბაზარზე მცირე მოთამაშეა, მაგრამ თუ თურქმენეთი დათანხმდება გაზის ამ გზით გატანაზე, სიტუაცია შეიცვლება.

ნახეთ მეტი
Back to top button