საზოგადოება

ვაქცინირება „ომიკრონის“ მსუბუქად გადატანის გარანტიაა: მინისტრის მოადგილე

გარდაცვალების შემთხვევების მატება ან კლება აღინიშნება, შემთხვევების მატების ან კლებიდან 2-3 კვირის დაგვიანებით, თუმცა გარკვეულწილად იმედისმომცემია ისიც, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, ჰოსპიტალებში არ იზარდება ინტენსიურის თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინირებულების გარკვეული ფენა ქვეყანაში, – როგორც ქართული მედია ქვეყნებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი შტამია, სპეციალისტების რჩევაა, რომ არ უნდა გავთამამდეთ.

„ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული – ეს დადასტურებულია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს თანმხლები დაავადებები, დიდი სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button