რუსეთი შეშფოთებულია, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიან ყარაბაღში ვიზიტს ვერ ახერხებენ. ამის შესახებ ეუთო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.
“რა გვაწუხებს? ის ფაქტი, რომ თანათავმჯდომარეები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ რეგიონში ჩასვლას, სიტუაციის გაცნობას და კონკრეტულ ზომებს, რათა დაეხმაროს მხარეებს ხალხებს შორის კონტაქტების დამყარებაში და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა მან.
ამასთან, რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სამი თანათავმჯდომარე კვლავ შეძლებს რეგიონის მონახულებას, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საუბარს.