მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ინტერესებშია საზღვრების გახსნა წინაპირობების გარეშე: არშაკიანი

სომხეთის თურქეთთან მოლაპარაკებების დღის წესრიგი არ შეცვლილა, ის მოიცავს   საზღვრების გახსნას წინაპირობების გარეშე და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა.

„სომხეთის საზღვრებზე დაძაბულობაა სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ გვქონდა ათასობით მსხვერპლი  როგორც მშვიდობიან  პერიოდში, ასევე ომის დროსაც.  მე ვფიქრობ, რომ მშვიდობის დღის წესრიგი, რომლისკენაც  ახლა მივდივართ, რისთვისაც მივიღეთ ხმები ჩვენი ხალხისგან, მიზნად ისახავს უზრუნველყოს ჩვენი საზღვრების, სომხეთის უსაფრთხოებას, რომ არცერთი ჯარისკაცი არ დაიღუპოს მშვიდობიან დროს, რომ ომი არ განმეორდეს“, – განაცხადა არშაკიანმა.

რაც შეეხება სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრას, მან აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მათი პირველი შეხვედრა იყო, ნორმალურია, რომ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის.

კითხვაზე,  თუ რა გარანტია არსებობს, რომ თურქეთი წინაპირობებს არ წამოაყენებს, არშაკიანმა თქვა, რომ ასეთი რისკი არსებობს. როგორც არშაკიანმა აღნიშნა,  ეს შეხვედრები და მოლაპარაკებები რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც დადებითად გამოეხმაურა.

ნახეთ მეტი
Back to top button