საერთაშორისო

კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა  3 160 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, ხოლო PCR ტესტით – 17 475

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 13,34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 10% ხოლო ბოლო 7 დღეში 10,26% შეადგინა.

17 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 9 290 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია –  2 622 459აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 50  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა -2 050 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 934 667  ვირუსს ემსხვერპლა  14 512 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button