მთავარიპოლიტიკა

ალიევის თავხედურ საქციელს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დუმილი განაპირობებს: ბეგლარიანი

ალიევის თავხედურ საქციელს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დუმილი განაპირობებს. ამის შესახებ 18 იანვარს ჟურნალისტებთან საუბარში არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა, როდესაც  პასუხი გასცა კითხვას  ალიევის  დამცინავ  განცხადებებზე და კონფლიქტის „მოგვარებულად“  გამოცხადებაზე.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა  ალიევი თანათავმჯდომარეებს დასცინის, არა მხოლოდ დასცინის, არამედ ამცირებს კიდევაც. თანათავმჯდომარეებმა მკაცრი ზომები უნდა მიიღონ. მათ უნდა ისაუბრონ არა შუამავლის, არამედ არბიტრის პოზიციიდან. მაშინაც კი, თუ აზერბაიჯანი ამბობს, რომ კონფლიქტი მოგვარებულია, ყველას ესმის, რომ სიტუაცია მხოლოდ უფრო გაღრმავებულია.  ყველა თანათავმჯდომარე აღიარებს, რომ კონფლიქტი არ მოგვარებულა. „თუ აზერბაიჯანს არ სურს საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონტაქტის დამყარება, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალმხრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, – დაასკვნა არტაკ ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button