მთავარიპოლიტიკა

არცახის სახელმწიფო მინისტრი: აზერბაიჯანი სომხურ მხარეზე ზეწოლის ბერკეტად ტყვეებსა და მძევლებს იყენებს

აზერბაიჯანი ტყვეებსა და მძევლებს სომხურ მხარეზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამის შესახებ არცახის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კითხვა მტკივნეულია. მაგრამ მრავალი თვალსაზრისით გამოსავალი ჩვენზეა დამოკიდებული. აზერბაიჯანი, ყველა საერთაშორისო ნორმის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევით, აკავებს სამოქალაქო პირებსა და სამხედროებს. ზოგიერთს, შეიძლება ითქვას, მალავს, იყენებს მძევლად ან თუნდაც მონებად. აზერბაიჯანი ჩვენს თანამემამულეებს სომხეთსა და არცახზე ზეწოლისა და ვაჭრობის ბერკეტად იყენებს“, – აღნიშნა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button