მთავარიპოლიტიკა

აუეს-მა აღიარა ფაშინიანის უფლებების დარღვევა 2008 წლის არჩევნების შემდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის წინააღმდეგ“  მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაირღვა ფაშინიანის თავისუფლების, პირადი იმუნიტეტისა და მიტინგების  თავისუფლების უფლება. სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია არ მოითხოვა.

საქმე ეხება ოპოზიციონერი მოღვაწე ფაშინიანის პატიმრობას, რასაც ადგილი ჰქონდა  2008 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ფაშინიანმა საპრეზიდენტო კანდიდატ ლეონ ტერ-პეტროსიანს დაუჭირა მხარი. ის დაკავებული იყო 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის იანვრამდე. განაჩენში ნათქვამია, რომ ასევე დაირღვა ფაშინიანის სიტყვისა და აქციების გამართვის თავისუფლების უფლება.

ნახეთ მეტი
Back to top button