საზოგადოება

სამედიცინო მომსახურება გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი: სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ დაზღვევის სისტემის პროექტი შეიმუშავა

სომხეთში ჯანმრთელობის დაზღვევის ყოვლისმომცველი სისტემა ინერგება. 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე  სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ლენა ნანუშიანმა განაცხადა, რომ პროექტი  მზად არის და ის შედგება სამედიცინო პაკეტისაგან, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის სფეროში მომსახურების 90%-ს.

„სახელმწიფო დააფინანსებს  ზოგიერთი ჯგუფის  სამედიცინო მომსახურებას. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გარანტირებული არ არის. სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია, რადგან ის ძვირია. ძალიან ხშირად სამედიცინო ხარჯების დასაფარად  პაციენტები  იღებენ სესხებს, ყიდიან უძრავ ქონებას და სხვა. ამ ახალი სისტემით ჩვენ ვცდილობთ, რომ სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ლენა ნანუშიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შინამეურნეობების გამოკითხვებმა  აჩვენეს, რომ ადამიანები ხშირად ღარიბდებიან ჯანდაცვის ხარჯების დაფარვის შემდეგ. ისინი საშუალო შემოსავლის ჯგუფიდან მცირე  შემოსავლიან ჯგუფში გადადიან. სამინისტროს გამიზნული აქვს  უზრუნველყოს მოქალაქეების ფინანსური დაცვა.

„მართალია, დღეს პოლიკლინიკური მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი უფასოა, მაგრამ მოქალაქეს, ავადმყოფს  გაცნობიერებული აქვს, თუ რამდენი დაეხარჯება გამოკვლევისა და მკურნალობისათვის და ხშირად უკან იხევს, ექიმთან არ მიდის. ამჟამინდელი,  სადაზღვევო სისტემის დანერგვისკენ მიმართული სამუშაოები სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ლენა ნანუშიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button