მთავარიპოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი: ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა აღიარონ არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების რეალიზება

არცახს აქვს გარკვეული პირდაპირი კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთ წარმომადგენელთან. ამის შესახებ არცახის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ხშირად ეს არ არის ოფიციალური კონტაქტები. ჩვენ შეგვიძლია ასე გადმოგცეთ ჩვენი აზრი, მაგრამ ძირითადი კონტაქტები სომხეთის რესპუბლიკის გავლით ხდება. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 „აზერბაიჯანი არცახის იზოლაციაში მოქცევისათვის  ყველა ღონეს ხმარობს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანის “წყალობით” მთიან ყარაბაღში აქამდე არ ყოფილან. იგივე ეხება იუნესკოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. ანუ ის ეხება ყველას, ვინც გამოაცხადა არცახში ჩასვლის სურვილი. თარიღიც კი დაითქვა, მაგრამ ვიზიტი არ შემდგარა.  მიზეზი აზერბაიჯანის ბლოკადაა. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ექვემდებარებიან აზერბაიჯანის უკანონო და არაადამიანურ ქმედებებს, მით უმეტეს, როცა მათ  ფუნქციებში შედის ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება. ადამიანის უფლებებს უნდა ჰქონდეს უპირატესობა. საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ“, – აღნიშნა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button