საზოგადოება

სომხეთში ფრანგული ინსტიტუტი იმოქმედებს

სომხეთში ფრანგული ინსტიტუტი დაარსდა, – ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა სომხეთში ჯონათან ლაქოტმა.

„მოხარული ვარ, რომ სომხეთში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში აზნაურის ფონდთან ერთად დავაპროექტე, შევიმუშავე და განვახორციელე ერევანში ფრანგული ინსტიტუტის დაარსების პროგრამა. მომავლის ინსტიტუტი იმუშავებს ერევანში, აზნაურის ცენტრში, კასკადზე.

ინსტიტუტი გააერთიანებს ყველა იმ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს, გამართავს ფრანგული კულტურისა და ენის ჩვენებას.

„ამ ინსტიტუტისთვის ჩვენ ყველა იმ სომეხის ვალში ვართ, ვისაც უყვარს საფრანგეთი, მასწავლებლების, რომლებიც ასწავლიან ჩვენს ენას ქვეყანაში, ახალგაზრდების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი კულტურით, ყველას, ვინც საკუთარ თავს ხედავს ჩვენს ღირებულებებში“, – წერს ელჩი.

ნახეთ მეტი
Back to top button