საზოგადოება

ღარიბაშვილი ამბიონიდან: საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ

,,მთავარი არხი” წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ნათლისღების სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სამების ტაძარში, ამბიონიდან გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწა გადეცა:

“დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევუთ აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი

300 წლის შემდგ, საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა.” განაცხადა ღარიბაშვილმა ამბიონიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button