ანალიტიკამთავარი

პროვოკაცია აზერბაიჯანმა დაიწყო. ჩვენმა ხალხმა ძალიან სერიოზული კონტრშეტევა განახორციელა, პოზიცია გაანადგურეს. ეს შეაკავებს ალიევს. არამ სარგსიანი

არცახს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული სტატუსი, და მას ის ექნება მანამ, სანამ იქ სომხები ცხოვრობენ. ამის შესახებ ფაქტორ TV-სთან საუბარში განაცხადა პარტია „რესპუბლიკის“ ლიდერმა არამ სარგსიანმა.

მისი რწმენით, თუ ჩვენ სწორად ვიმუშავებთ, გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, გავძლიერდებით, არცახს დამოუკიდებლობის სტატუსიც კი შეიძლება ჰქონდეს.

სარგსიანის თქმით, არცახის სპეციალური სტატუსის ალტერნატივა არის გენოციდი და იძულებითი დეპორტაცია, რაც შეუძლებელია დღევანდელი თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის პირობებში. ეს არავის ინტერესებში არ შედის.

,,პირველი ორი ექვემდებარება სანქციებს, მესამე გაძევებულია რეგიონიდან. „არცახის საკითხი რომ არ იყოს, რუსეთს არ აქვს გავლენის რაიმე ბერკეტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე“, – განაცხადა არამ სარგსიანმა.

 სარგსიანის თქმით, სომხეთის არც ერთი მთავრობა არ იტყვის, რომ ის აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ყარაბაღი ჩვენი არ არის.

ალიევის სამხედრო მისწრაფებებს სომხეთმა კონტრშეტევით უნდა უპასუხოს. თუ აზერბაიჯანი რომელიმე სასაზღვრო ოპერაციის განხორციელებისას ერთის პასუხად ორს არ მიიღებს, მსხვერპლის ტკივილი მას აღარ დააწვება, გამუდმებით გააკეთებს ამას, შეეცდება გავლენა მოახდინოს როგორც შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ასევე მოლაპარაკების პროცესზე. ამიტომ, ტოლფასი პასუხი უნდა გვქონდეს. ამისთვის აუცილებელია გვქონდეს კარგად ორგანიზებული ძლიერი არმია”, – ხაზგასმით აღნიშნა სარგსიანმა.

დაუბრუნდა რა, ბოლო ხანებში ვარდენისში ადგილის მქონე სომხურ-აზერბაიჯანულ ინციდენტს, სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხებმა მართლაც ძალიან სერიოზული კონტრშეტევა მოახდინეს.

„პროვოკაცია აზერბაიჯანელებმა დაიწყეს, ჩვენებმა ძლიერი კონტრშეტევა განახორციელეს, და პირველი მსხვერპლი აზერბაიჯანელებს ჰქონდათ, კარგი დანაკარგები ჰქონდათ, მათი პოზიცია მთლიანად მიწასთან გაასწორეს“,- განაცხადა არამ სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button