საერთაშორისო

რეგიონი კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუძლებს – ერდოღანი

,,მთავარი არხი” წერს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისს და მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეხმაურება და ამბობს, რომ “რეგიონი კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუძლებს“:

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და საკუთარ მდგომარეობა“, – თქვა მან. 

ერდოღანმა ასევე ისაუბრა პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობაზეც. 

ნახეთ მეტი
Back to top button