სპორტი

სომხეთს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 6 მონაწილე ეყოლება

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სომხეთს 6 მონაწილე ეყოლება.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ წერს სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სომხეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს აცნობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოთხი სომეხი სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ.

შესაბამისი ქულების წყალობით თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ მოთხილამურეები მიქაელ მიქაელიანი, კატია გალსტიანი, ანგელინა მურადიანი და სამთო მოთხილამურე ჰარუთიუნ ჰარუთიუნიანი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ლიცენზია აქვს აგრეთვე ჩვენს წყვილს ფიგურულ სრიალში – თინა კარაპეტიან-სიმონ სენეკალს.

ნახეთ მეტი
Back to top button