მთავარიპოლიტიკა

დაგეგმილია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების რეგიონალური ვიზიტი: მირზოიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში ამ დროისთვის არ არის დაგეგმილი, დაგეგმილია თანათავმჯდომარეების რეგიონული ვიზიტი. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„ამ დროისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში შეხვედრა კონკრეტულ თარიღისა  და ადგილის გათვალისწინებით  არ არის დაგეგმილი. ამ დროისთვის დაგეგმილია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი რეგიონში“, – განაცხადა მირზოიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. “ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების რეგიონალური ვიზიტი უნდა შედგეს”, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button