მთავარიპოლიტიკა

ერთია ალიევის მიდგომა, მეორე – რეალობა. მირზოიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაზე

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ერთ წელზე მეტია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს, მსოფლიო მას საერთოდ არ ეთანხმება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს პასუხი გასცა რა პარტია ,,სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრ სარგის ხანდანიანის შეკითხვაზე, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

სარგის ხანდანიანმა შეახსენა, რომ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაემუქრა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მცდელობებზე ზეწოლით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეები კონფლიქტით არ უნდა დაკავდნენ, რადგან ის უკვე მოგვარებულია. დეპუტატი დაინტერესდა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხით.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობა აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ, არაკონსტრუქციულ განცხადებებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ყველა არსებული საკითხის უფრო კონსტრუქციულ ატმოსფეროში განხილვას, ყველასთვის მისაღები, კარგი, ნორმალური გადაწყვეტილებების მოძებნას და მიღებას. თუმცა, საჯარო განცხადებები ხშირად სრულად ან ნაწილობრივ არ ემთხვევა დახურულ ოთახებში განხილულ მიდგომებს. ერთია აზერბაიჯანის პოზიცია, ერთია – რეალობა, ერთია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. რეალობა კი ისაა, რომ, მიუხედავად აზერბაიჯანის პოზიციისა, რომელიც წელიწადზე მეტია, ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, არ არსებობს პრობლემა, არ არის მთიანი ყარაბაღი, ჩვენ ვნახეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მსოფლიო მას არ ეთანხმება და რეალობაც ასეთი არ არის”, – აღნიშნა მირზოიანმა.

მან დასძინა, რომ კიდევ ერთი მტკიცებულება შეიძლება მოიძებნოს გასული წლის დეკემბერში სტოკჰოლმში ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე მრავალი ქვეყნის მიერ გაჟღერებულ პოზიციებში, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ის უნდა გადაწყდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში. . „ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელსაც აქვს საერთაშორისოდ აღიარებული მანდატი, ესაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოვნა“, – დაასკვნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button