
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის რუსტამ ბადასიანის განცხადებით, სომხეთ-თურქეთის საზღვარი სჯობს ღია იყოს, ვიდრე დაკეტილი.
„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აქსიომური ჭეშმარიტებით. ბუნებრივია, საზღვრის გახსნა სჯობს საზღვრის ჩაკეტვას. ვფიქრობ, ეს უდავოა, რადგან ეკონომიკურ აქტივობა, საქონელბრუნვა არ ხდება ჩაკეტილი საზღვრებისას“, – განაცხადა ბადასიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
კითხვაზე, არ არის თუ არა საშიშროება, რომ სომხეთში თურქული კაპიტალის შემოდინება მოხდეს, ბადასიანმა უპასუხა, მაშინ რა ვქნათ ჩავკეტოთ საზღვრები და არ შევეცადოთ მათ გახსნას?
„ბუნებრივია, მსხვილი ეკონომიკის წარმომადგენლობა უფრო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მთელ მსოფლიოშია შესამჩნევი, ანუ ჩვენ მუდმივ შიშში უნდა ვიცხოვროთ?“ – განაცხადა ბადასიანმა.