პოლიტიკა

დავით ბაბაიანი: აზერბაიჯანის თავდასხმა ყარაბაღზე ნიშნავს თავდასხმას რუსეთზე

ვერავინ ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ახალი ომი არ იქნება.  ამის შესახებ 19 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას კუხო-ზე  და ეს უბრალოდ არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. „ჩვენ ვნახეთ ბოლოდროინდელი მოვლენები ყაზახეთში და კუხო-ს  რეაქცია. სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში კი რეაქცია  რუსული მხრიდან მაინციქნება, განსაკუთრებით თუ თურქეთი შეუერთდება. რაც შეეხება ყარაბაღზე თავდასხმის შესაძლებლობას, მშვიდობასა და სტაბილურობას რუსი სამშვიდობოები ინარჩუნებენ. არცახზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს თავდასხმას რუს სამშვიდობოებზე და რუსეთზე. ეს სხვანაირი ომი იქნება.  ეს არ იქნება ომი აზერბაიჯანსა და არცახსა და სომხეთს შორის. მგონია, რომ აზერბაიჯანს ეს შეგნებული აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button