საზოგადოება

ირანში სომხური ეკლესია კეთილმოეწყო

ირანის სამხრეთ-დასავლეთის საპორტო ქალაქ ბუშეჰრში სომხური ეკლესია (გრიგორიანული ეკლესია) გარემონტდა, იუწყება Parstoday-ზე დაყრდნობით Tehran Times.

სომხური ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების პროგრამა დასრულდა და ახლა ადგილობრივი ხელისუფლება მნახველებისთვის ისტორიული ძეგლის გახსნას უახლოეს მომავალში გეგმავს.

აღდგენილია მონასტრის ძველი ნაგებობა, ეზო და სხვა ტერიტორიები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ტაძრის ტერიტორიაზე არსებული საფლავის ქვების დოკუმენტირებაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუშეჰრის სომხური ეკლესია საპორტო ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია.

„ირანში არის მრავალი ეკლესია, სამლოცველო და ტაძარი. აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის წმინდა თადეოსის, წმინდა სტეფანეს და ძორძორის (ზორზორის) ეკლესიები 2008 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, ნათქვამია განცხადებაში.

იუნესკომ ეს ძეგლები სომხური არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად შეაფასა.

სომხური ეკლესია ბუშეჰრში აშენდა ღაჯარების დინასტიის დროს (1795-1925) ავადიანების ოჯახის მიერ, რომელიც იყო ერთ-ერთი გამორჩეული სომხური ოჯახი საპორტო ქალაქში.

ნახეთ მეტი
Back to top button