მთავარიპოლიტიკა

3809 დაღუპული, 220 დაკარგული: საგამოძიებო კომიტეტმა 44-დღიან ომში დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა გამოაქვეყნა

სომხეთის რესპუბლიკის  საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტი აგრძელებსსისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, რომელიც აღძრული იქნა  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის ქმედებების ჩადენის ფაქტზე. სისტემატური, მიზანმიმართული  თავდასხმები ქვეყნის მშვიდობიან დასახლებებში მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე,   ცეცხლის გახსნა  ღრმა ზურგში, აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება , არაშერჩევითი თავდასხმის ობიექტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩადენა, აი ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი რომელშიც ბრალი ედება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელძღვანელობას.

როგორც „არმენპრესი“ აღნიშნავს, საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაირკვა, რომ აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკაში გაჩაღებული აგრესიული ომის გამო სომხეთში დაღუპული სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3809 ადამიანს შეადგენს. 19.01.2022წ.  მდგომარეობით უცნობია 199 სამხედრო მოსამსახურის და 21 მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი.

ამ დროისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთის რესპუბლიკას სულ 141 სამხედრო ტყვე  და მშვიდობიანი მოქალაქე გადასცა.

ნახეთ მეტი
Back to top button