მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დაამყარებენ გრძელვადიან მშვიდობას

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ინტერვიუ მისცა Sky News Arabia-ს, სადაც მან ასევე ისაუბრა რეგიონულ მოვლენებზე, თურქეთის ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ამის შესახებ ინფორმაიას ავრცელებს სრ პრეზიდენტის აპარატი.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში სტაბილურობაა საჭირო.

„სომხეთს და აზერბაიჯანს ჰქონდათ მოლაპარაკებების პლატფორმა, რომელიც იყო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა. სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში წარმატება არ დაფიქსირდა და გვქონდა ომი, რომელიც ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად რეგიონში იქნება სტაბილური და პრაგმატული მშვიდობა.

„იმედი მაქვს, რომ ამჯერად აზერბაიჯანი და სომხეთი კომპრომისების გზით შეძლებენ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. მაგრამ ეს ადვილი არ არის”, – თქვა მან.

არმენ სარგსიანი თურქეთთან ურთიერთობასაც შეეხო.

მისი თქმით, პრაგმატიზმი და სტაბილურობა ნიშნავს, რომ მეზობლებთან პრობლემები არ უნდა გვქონდეს.

„კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საუბრის გარდა სხვა გზა არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან შეახსენა, რომ სომხეთმა და თურქეთმა ერთხელ სცადეს მოლაპარაკება 2009 წლის ოქტომბერში და ციურიხში პროტოკოლსაც მოეწერა ხელი.

„იმ დროსაც მე სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ მოლაპარაკებებში აზერბაიჯანი არ იყო თურქეთის მხრიდან. სომხეთს აზერბაიჯანთან პრობლემები ჰქონდა, აზერბაიჯანის გარეშე თურქეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდა. სომხურ მხრიდანაც არ იყო დიასპორა“,-აღნიშნა მან.

სრ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზა სტაბილური მომავლისკენ არის მოლაპარაკებები. თუმცა, ეს არ არის მარტივი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის. ამ შემთხვევაში შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ის ისტორია, რომელიც გამოვიარეთ.

ნახეთ მეტი
Back to top button