ეკონომიკა

უკვე მზადაა სომხური დრონები, ზოგიერთს გამოცდა უკვე ჩაუტარდა: მინისტრი

სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხური დრონების შექმნაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ჩემი მუშაობის პერიოდში უკვე ფინალურ ეტაპს ვუახლოვდებით. არის სხვადასხვა კომპანია, რომლებიც წარმატებული არიან.  არიან ისეთებიც, რომლებმაც უკვე დაასრულეს გამოცდა. საუბარია უპილოტო მფრინავი აპარატის ორ ტიპზე,  მაგრამ ჩვენ უფრო მეტად მიდრეკილნი ვართ სამხედრო სიტუაციებში გამოსაყენებელ ყველა ტიპის უპილოტო საფრენ  აპარატებზე, მათ შორის კამიკაძეებზე. არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტილებები და მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ, ყოველთვის რაღაცა სიახლეს შემოაქვთ.

მწარმოებლები ამბობენ, რომ აქვთ  მზა დრონები,  მაგრამ მათ მაინც უნდა გაიარონ სახელმწიფო გამოცდა, რის შემდეგაც, თავდაცვის სამინისტროს მოწოდებით გაფორმდება კონტრაქტი,  რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელს შეუძლია  აპარატი წარმოებაში ჩაუშვას“,-   განაცხადა ხაჩატურიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button