ეკონომიკა

შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე აკრძალვა არ მოიხსნება. სია შევსებულია

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 6 თვით გაახანგრძლივოს  შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ექსპორტის აკრძალვა, რომელიც 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

გადაწყვეტილება მიიღეს დღეს სრ მთავრობის მორიგ სხდომაზე, განხილვისა და ანგარიშის გარეშე.

პროექტის ავტორი, ეკონომიკის სამინისტრო, ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას ადგილობრივი მრეწველობის განვითარების სურვილით ხსნის.

,,ლითონების ჯართი და ნარჩენები სომხეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულია, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში არ არსებობს შავი ლითონების მოპოვება (არ არსებობს შავი ლითონის ბუნებრივი რესურსები) – მეტალურგიული და ლითონის დამუშავების, ხოლო ჯართის და ნარჩენების მეორადმა გადამუშავებამ შესაძლებელია შეავსოს ამ პროდუქტების დეფიციტი“, – ნათქვამია გადაწყვეტილების პროექტში.

სამაგიეროდ, იმპორტირებული ლითონის ნაწარმის ღირებულება რამდენჯერმე მაღალია, რაც მათ არაკონკურენტუნარიანს ხდის.

სამინისტროს ცნობით, ლითონის ექსპორტის აკრძალვის დაწესების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ლითონის წარმოების მოცულობა. ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ფოლადის ჩამოსხმის მოცულობამ 70 000 ტონაზე მეტი შეადგინა. ამგვარად, თუ 2020 წელს ლითონის მიღება იყო 40 მილიონი დრამი (დაახლოებით 82 ათასი აშშ დოლარი), 2021 წელს გახდა 60 მილიონი დრამი (დაახლოებით 125 ათასი აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი აკრძალვა 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.

ეს გადაწყვეტილება წინასგან განსხვავდება იმით, რომ ექსპორტისთვის აკრძალულ საქონელს მიეკუთვნება რკინიგზაზე გამოყენებული რელსები და სამთო საწარმოებში გამოყენებული საფქვავები, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ სომხეთისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button