საზოგადოება

8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – 21 იანვრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 5 173 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 386 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 35 725 ტესტით, ხოლო 20 661  PCR-ით. 20 იანვარს აიცრა 7 059 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 15,55%-ია, ბოლო 14 დღის –  11,39%-ია, 7 დღის –  12,76%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 030 710 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 951 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 631 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button