პოლიტიკა

პროგნოზი: საქართველო ითამაშებს ტრანზიტულ როლს სომხეთის ნატოში გაწევრიანების საკითხში

უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციაში,  საქართველოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში, უდავოდ არის არა მხოლოდ პარალელები, არამედ პირდაპირი კავშირიც. ასეთი მოსაზრება გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორმა, კონფლიქტოლოგმა ამირან ხევცურიანმა.

„საქმე ისაა, რომ 2014 წლიდან უკრაინაში მიმდინარე პროცესები 2008 წლის საქართველოში განვითარებული მოვლენების ბუნებრივი გაგრძელებაა. რისი დაჯერება ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ სურდათ. ჩვენ ვხედავთ, რომ დრომ სრულიად საპირისპირო აჩვენა“, – განაცხადა მან.

ზოგადად, კონფლიქტოლოგის თქმით, საქმე გვაქვს მთელ პარადიგმასთან, რომელიც შეიქმნა ე.წ პრიმაკოვის დოქტრინის კონტექსტში. რის ფონზეც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მოლოდინები და მოთხოვნები ზუსტად ერთნაირია როგორც უკრაინის, ისევე საქართველოს  და საერთოდ  ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მიმართ. ხევცურიანის  თქმით, კრემლი ამ უკანასკნელთაგან  აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვს. ამის დასტურია კრემლის პრაქტიკული ქმედებები. ისევე როგორც რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს მიღებული საგარეო პოლიტიკის ხუთივე კონცეფცია, სადაც თეტრზე შავად  წერია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გავლენის სფეროა.

ამ ფონზე საქართველოს მოლოდინების კომენტირებისას,  ზოგადად დასავლეთისგან და კერძოდ, ნატოსაგან,  პროფესორმა ხაზი გაუსვა, რომ გარდაუვალია  არა  მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის  ნატოში ინტეგრაცია,  არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისაც.  უფრო მეტიც, მისი პროგნოზით, დადგება დრო, როდესაც საქართველო შეასრულებს თავის სატრანზიტო ფუნქციას სომხეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე. პირველ რიგში, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და განვითარების სხვა გზების არ არსებობის გამო.

„უფრო მეტიც, ჩემს პროგნოზებში უფრო შორს წასვლისაც  არ შემეშინდება. ვიტყვი, რომ თეორიულად, უახლოეს მომავალში, რუსეთის ნატოში გაწევრიანებაც არ არის გამორიცხული.  ეს სცენარი საკმაოდ რეალურია. ამის გაგებაა საჭირო,  რომ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია რუსეთის გადარჩენა. ვფიქრობ, დღეს უკვე მომზადებულია  ჩინეთის რუსეთში ექსპანსიის გეგმა, რომლის განხორციელებასაც პეკინი ყველაზე ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე განახორციელებს“, – დაასკვნა ხევცურიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button