მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტის გადადგომაზე ისაუბრა

სომხეთის  პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მოტივების შესახებ არმენ სარგსიანის განცხადების კომენტირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამის შესახებ მან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. ამის შესახებ გასაჯაროებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგე. გუშინ გამოქვეყნებამდე 3,5 საათით ადრე დამირეკა და ვისაუბრეთ. რესპუბლიკის პრეზიდენტს ვკითხე, განიხილავდა თუ არა ამ საკითხს ჩემთან, თუ მაცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. მან თქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება“, – თქვა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით ადრეც იყო ცნობილი. „წინა კითხვა-პასუხის დროს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების თემას განვიხილავდით, ვთქვი, რომ ჩემი პოზიცია ამ მხრივ ოდნავ ან მნიშვნელოვნად განსხვავდება რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიციისგან. მაგრამ ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2018 წლის შემდეგ, როდესაც არმენ სარქისიანი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს და მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში წესები  არ შეცვლილა“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადადგომის შესახებ განცხადება ეხება გადადგომის მოტივებს. „მე ამ ახსნა-განმარტებას ვღებულობ და  მიზანშეწონილად არ მიმაჩნია კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თითოეული თანამდებობის პირი თვითონ წყვეტს, რის საფუძველზეც უნდა იქნას მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები.

ნახეთ მეტი
Back to top button