მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, მაგრამ დოკუმენტის ხელმოწერამდე  ფორმულირებული უნდა იქნეს, რომ  ეს მოლაპარაკების შედეგია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ორგანიზებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს, სომხეთი ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის მთელი მიზანი იყო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. „როცა მოლაპარაკების დოკუმენტებს ვუყურებთ, მთელი პროცესის მიზანია სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. ჩვენ ასევე გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი, ჩვენ უნდა მივყვეთ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღის წესრიგს. მაგრამ რაიმე ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭიროა  მოლაპარაკება. სომხეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის. ყველა ამ საკითხის განხილვა ხომ ამ პრობლემების გადასაჭრელად არის“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button