მთავარიპოლიტიკა

დიდია ალბათობა იმისა, რომ სომხეთი მიიღებს მოწვევას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად: ფაშინიანი

სომხეთი, დიდი ალბათობით, მიიღებს მიწვევას თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ეს ყველაფერი არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ორგანიზებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა შეახსენა, რომ ჩამოყალიბდა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმატი, უკვე შედგა სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. „ვფიქრობ, თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, დიდი ალბათობით, სომხეთი მიიღებს მოწვევას ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, ყველაფერი არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული, მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ მაინც იზრდება იმის ალბათობა, რომ სომხეთი მიიღებს მოწვევას, რადგანაც დიალოგი დაწყებულია,  ძალიან ალოგიკური იქნება, თუ საუბრის შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დისკუსიები გავმართოთ უფრო ფართო კონტექსტში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გულმოდგინედ  მხარს უჭერს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას. რუსეთი, ევროკავშირი, აშშ და რეგიონის  სხვა ქვეყნებიც  ძალიან დაინტერესებულნი არიან. მართალია, ჩვენ ვაყენებთ სამშვიდობო საკითხს, მაგრამ ვფიქრობ, მშვიდობის დღის წესრიგით ყველა დაინტერესებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button