მთავარიპოლიტიკა

“სამოქალაქო ხელშეკრულება”. სომხეთში პოლიტპატიმრები არ არიან და არც იქნებიან

სომხეთში პოლიტპატიმრები არ არიან და არც იქნებიან. ამის შესახებ 25 იანვარს, ეროვნულ ასამბლეაში ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრმა ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა.

მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა არტურ ჰოვჰანისიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ოპოზიციის კომენტარები ქვეყანაში დაკავებებთან დაკავშირებით იდენტურია. „ეს დაკავებები ან კვალიფიცირებულია პოლიტიკურ დევნად, ან გამოდის, რომ პატიმარს ან დაკავებულებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. ამის საფუძველზე ოპოზიცია წარადგენს შუამდგომლობებს, ცდილობს შეცვალოს მათი აღკვეთის ღონისძიება“, – განმარტა სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერმა. დეპუტატის თქმით, პოლიტპატიმრები წინა ხელისუფლების დროს იყვნენ, რომელთა წარმომადგენლები ახლა ოპოზიციაში არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button