კულტურა

სომხეთი “ევროვიზია 2022”-ის პირველ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთი “ევროვიზია 2022” სიმღერის საერთაშორისო კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვა, რომელიც 10 მაისს გაიმართება.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იუწყება კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი.

შეჯიბრის მეორე ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს.

შეჯიბრი 2022 წელს ტურინში, სპორტულ-საკონცერტო კომპლექს „პალა ოლიმპიკოში“ გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button