პოლიტიკა
ირანმა სომხეთის გამო თურქეთის გაზი გათიშა: თურქი ჟურნალისტი
თურქი ჟურნალისტი ჯემ კუჩუკი ირანის მიერ თურქეთისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად სომხეთს ასახელებს.
თურქული ვებ-გვერდის „ინტერნეტჰაბერ“-ის ცნობით, ჯემ კუჩუქმა განაცხადა, რომ ირანი შეშფოთებულია თურქეთისა და სომხეთის დაახლოებით, რის გამოც შეწყვიტა გაზის მიწოდება, რამაც თურქეთში ქაოსი გამოიწვია.
Sabah-ის ჟურნალისტმა დილეკ გიუნგირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ირანიდან შემომავალი გაზსადენიდან თურქეთში გარკვეული რაოდენობის გაზის მიწოდება დაიწყო.